ევროპის ჩემპიონატი

"ისტორია შემოინახავს თქვენს წარმატებას, ერთგულებას, სიამაყეს" – ელისაბედ II ინგლისის ნაკრებს

ელისაბედ II ბობი მურს მსოფლიო თასს გადასცემს, 1966 წელი
The Telegraph

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ ინგლისის ნაკრებს, რომელიც 11 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიას შეხვდება, წერილი მისწერა. დედოფალი ინგლისის ნაკრებს ფინალში თამაშს ულოცავს და წარმატებას უსურვებს. 

"55 წლის წინ მე გამიმართლა, რომ გადავეცი მსოფლიო თასი ბობი მურს და ვნახე, რას ნიშნავს მოთამაშეებისთვის მენეჯმენტი და მხარდამჭერი პერსონალი, რათა მიაღწიონ და გაიმარჯვონ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ფინალში.

მინდა, ყველას მივულოცო ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა. გისურვებთ კეთილ სურვილებს კვირისთვის იმ იმედით, რომ ისტორია შემოინახავს არამხოლოდ თქვენს წარმატებას, არამედ იმ სულს, ერთგულებასა და სიამაყეს, რომელიც თქვენ გაქვთ". – ნათქვამია მონარქის მიმართვაში. 

 

კომენტარები