პრაიდის კვირეული

ოდიშარია 5 ივლისზე: ეკლესიას ჰქონდა აბსოლუტურად ჰუმანური დამოკიდებულება

ეკლესიას ჰქონდა აბსოლუტურად ჰუმანური დამოკიდებულება. მან ხალხს მოუწოდა ლოცვისკენ, მრევლი შეკრიბა სალოცავად, გამოითქვა ცალკეული მღვდელმთავრებისგან ცალკეული მოსაზრებები, რომელიც აბსოლუტურად არ გახლდათ ქსენოფობიური, პირიქით, იყო მოწოდება შემწყნარებლობისკენ.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

კომენტარები