პრაიდის კვირეული

ზალკალიანი: მიუღებელია ყველაფერი, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს ძალადობა მკაცრად დასაგმობია

მიუღებელია ყველაფერი, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს ძალადობა და მკაცრად დასაგმობი არის, რა თქმა უნდა და ვინც კი ჩაიდინა დანაშაული, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. სამართალდამცავი სტრუქტურები იმოქმედებენ შეასაბამისად და ყველა დაისჯება, ვინც ჩაიდინა დანაშაული.

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. 6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები კონტრაქციის მოწყობის დროს მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

კომენტარები