პრაიდის კვირეული

ჯაფარიძე: საპატრიარქოსგან ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია

პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას, მთავრობას, მის მეთაურს, მინისტრებს, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ ძალადობის აღკვეთა. საპატრიარქოს ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია, ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. გუშინ, დილით პირდაპირ მთავრობის მეთაურმა გამოხატა დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ, რითაც წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები და აუნთო მწვანე შუქი. ამის გამო გრძნობდნენ ისინი თავს დაუსჯელად გუშინ. ჩვენ პირდაპირ გვექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციას ჰქონდა მითითება, არ ჩარეულიყო ამ პროცესებში და არ აღეკვეთა ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, აუხსნელია, რატომ აკვირდებოდნენ პოლიციელები, როგორ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და არანაირ ქმედით და რადიკალურ ზომებს არ იღებდნენ იმისათვის, რომ ეს აღკვეთილიყო

თქვა ტვ პირველის ეთერში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამართულ აქციაზე მისულმა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. პარლამენტთან 6 ივლისს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც 5 ივლისს Tbilisi Pride-მა ღირსების მარშის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სამართალდამცველებმა პუტინისტურ ჯგუფებს თავისუფლად თარეშის უფლება მისცეს, რომლებიც თავს დაესხნენ 54 მოქალაქეს და მათგან 53 ჟურნალისტს, დაარბიეს კარვები და ოფისები. 

კომენტარები