პრაიდის კვირეული

თაბაგარი: ეკლესია არის მოძალადე ინსტიტუციაა და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა

ეკლესია არის მოძალადე ინსტიტუცია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა! ეს არის რუსული საპატრიარქოს და რუსეთის ინტერესების გამტარებელი კორუფციული დაჯგუფება. ამას ხედავს ყველა და საბედნიეროდ მედიამაც დაიწყო ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. and no one should underestimate the power of media!

დღესაც დადასტურდა, რომ საპატრიარქო არათუ დგას ძალადობის მხარეს, არამედ თვითონ არის მოძალადე. ხოდა იმასაც უნდა შეეგუონ, რომ მზარდად ასეთი იმიჯი ექნებათ საზოგადოებაში.

დღევანდელი დღე უდიდესი შეცდომა იყო საპტრიარქოსთვის. საერთოდ არ აქვთ აღქმა იმ ტოტის მოჭრის პროცესის, რომელიც 2012-13 წლებში დაიწყეს.

წერს თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს და ხელისუფლების მიერ წახალისებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, დააზიანეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები და დაჭრეს პოლონელი ტურისტი. პუტინისტური ჯგუფების ძალადობისა და პოლიციის უმოქმედობის გამო, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში, რომლითაც პრაიდის კვირეული უნდა დასრულებულიყო, აღარ გაიმართა. თბილისი პრაიდის ცნობით, ღონისძიების ჩაშლის მიზეზი სახელმწიფოს უუნარობაა, დაიცვას მოქალაქეები. 

კომენტარები