პრაიდის კვირეული

ლიტვის ელჩი: მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა მიუღებელია, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

დღეს თბილისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქუჩაში მოვლენების გაშუქებისას პრესის და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა მიუღებელია. ასეთი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა ჩაატარონ სწრაფი გამოძიება, რათა დადგეს [დამნაშავეთა] პასუხისმგებლობის საკითხი.

წერს ლიტვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები