COVID-19-ის ვაქცინა

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99.5% ვაქცინირებული არ იყო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99.5%-ს ვაქცინა არ ჰქონდა მიღებული.

"იანვრიდან მოყოლებული, COVID-19-ით გარდაცვლილი თითქმის ყოველი ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ აუცრელი იყო". –  თქვა ვალენსკიმ.

COVID-19-ის ვაქცინები მძიმე გართულებებისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მაღალეფექტიანი საშუალებაა.

აღნიშნულ სტატისტიკას მხარს უჭერს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული არაერთი სამეცნიერო კვლევაც.

ვალენსკის თქმით, ვაქცინით შესაძლებელია ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის მთლიანად თავიდან აცილება.

"იმ ტანჯვისა და დანაკარგის თავიდან არიდება, რომელსაც ვირუსი იწვევს, ვაქცინის დახმარებით შესაძლებელია". 

კომენტარები