პრაიდის კვირეული

გოლეთიანი პრაიდზე: დაპირისპირება არ არსებობს, როცა ყველანი ჩვენ-ჩვენ სივრცეებში ვრჩებით

ვიწრო, რამდენიმე ადამიანის ჯგუფი, რომელიც აორგანიზებს ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს ხელს უწყობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, სინამდვილეში იყენებენ ადამიანებს, აი, ამ ვაჭრობის საგნად და აპირისპირებენ საზოგადოებას, რომელი დაპირისპირებაც სინამდვილეში არ არსებობს, როცა ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს სივრცეებში ვრჩებით და არ გავდივართ ამ პირადი სივრცის მიღმა.

სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და ამის გააზრებაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება და შექმნა, სადაც არ იქნება ორიენტირება ისეთ არარსებულ და გამოგონილ საკითხებზე, რაც ახლა ამ პრაიდით ხდება, თავს მოხვევა საზოგადოებაზე, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრება და ჩვენ ამ დაჩაგრულ ადამიანებს უნდა მივეშველოთ.

თქვა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. 2 ივლისს რიონის ხეობის მცველმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, ისინი აღნიშნავენ, რომ პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას.

კომენტარები