ჯეიმს კამერონი

ჯეიმს კამერონი: ჯონ კონორი ექსტაზის და სტინგის გავლენით შევქმენი

Befunky

ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერის, ტერმინატორი 2-ის გამოსვლიდან 30 წელი გავიდა. საკულტო რეჟისორმა ფილმის თაყვანისმცემლებს ჯონ კონორის პერსონაჟის შექმნის ისტორია გაუზიარა.

"სცენარის წერისას ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, თან სტინგის სიმღერას Russians-ს ვუსმენდი. ტექსტში ასეთი ფრაზა ჟღერს იმედი მაქვს რუსებსაც უყვართ საკუთარი შვილები. გავიფიქრე, რამდენად აქტუალურია ატომური აპოკალიფსის თემა, ასევე, მივხვდი, რომ მთავარი გმირი და მხსნელი ბავშვი უნდა ყოფილიყო". – იხსენებს რეჟისორი.

სიმღერა Russians სტინგმა 1985 წელს გამოუშვა. კომპოზიცია ცივი ომის თემას ეხმიანება. 

კომენტარები