რუსეთი

მოკოვში ტრანსგენდერი კაცი და მისი ცოლი პოლიციამ ქორწილის დღეს LGBT დროშის გაშლისთვის დააკავა

ალან ლეონგარდი და ვალია ნარცისოვა
Instagram/@lejonjakt

მოსკოვის პოლიციამ ტრანსგენდერი კაცი ალან ლეონგარდი და მისი ცოლი ვალია ნარცისოვა წითელ მოედანზე ცისარტყელა დროშის გაშლისთვის დააკავეს. დროშას "ქორწინების უფლება ყველასთვისაა" ეწერა. აქტივისტებმა აქცია საკუთარი ქორწილის დღეს ჩაატარეს. 

დაკავების შემდეგ აქტივისტები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. OVD-Info-ს ინფორმაციით დაკავებულებთან სახალხო დამცველი ვლადიმირ ვასილენკო იყო მისული. ვასილენკოს ცნობით, ალან ლეონგარდს მიტინგის ჩატარებით წესრიგის განმეორებით დარღვევის ბრალდება წაუყენეს, ხოლო ვალია ნარცისოვას - არასანქცირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის ბრალდება.

აქციის წინ აქტივისტებმა მანიფესტი მოამზადეს, რომლითაც მოითხოვეს "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებს არასრულწლოვანთა შორის პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის გაუქმება და, ასევე, 18-წელს ზემოთ ყველა ადამიანისთვის საკუთარი ურთიერთობების დაკანონების უფლება.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ალან ლეონგარდი წერს, რომ ერთი წლის წინ იყო მცდელობა, კანონში შესულიყო ცვლილებები, რომლებიც ტრანსგენდერებს შეუზღუდავდა ქორწინების უფლებას იმ შემთხვევებშიც როცა ქორწინება ჰეტერონორმატიულობის იურიდიულ განსაზღვრებას აკმაყოფილებდა, თუმცა "თემის და მხარდამჭერების კოლოსალური ძალისხმევის" შედეგად, შესწორებები ძალაში არ შევიდა.

"ამ შემაშინებელი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, პრაიდ თვის ბოლო დღეს ჩვენ კანონიერად ვქორწინდებით. ისე მოხდა, რომ მთელი თემიდან ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენი ქორწილის დღე ჩვენი დღესასწაულია, რომლის გაზიარებაც გვინდა არა მხოლოდ ახლობლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ეს უფლება არ აქვს..." - წერს ლეონგარდი.

30 ივნისს 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთში ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა შორის "გეიპროპაგანდის" გავრცელება.

კომენტარები