კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო: ნატა ლომოურის განცხადება საბაზე არ გამოხატავს სამინისტროს პოზიციას

თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სამინისტროს სსიპ-ის - მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ნატა ლომოურის განცხადება ლიტერატურულ პრემია საბასთან დაკავშირებით, არ გამოხატავს სამინისტროს პოზიციას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანია პირველში სტუმრობისას ნატა ლომოურმა თქვა, რომ პრემია საბა-ს გაცემა "მიდის ხუთი ადამიანის სუბიექტურ გემოვნებამდე".

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ტელეკომპანია "ტვ პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მწერალთა სახლის ხელმძღვანელის ნატა ლომოურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურული პრემია "საბა"-ს გაცემა "მიდის
ხუთი ადამიანის სუბიექტურ გემოვნებამდე".

სამინისტრო აცხადებს, რომ მოცემული შეფასება მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და არ გამოხატავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციას". – წერია განცხადებაში.

კომენტარები