შვეიცარია

ნეიტრალური შვეიცარია F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვას გეგმავს

შვეიცარია გეგმავს ამერიკული კომპანია "ლოკიდ მარტინის"-ისგან ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვას. ამის შესახებ შვეიცარიის ხელისუფლებამ ოთხშაბათს გამოაცხადა. ამან, მეორე მხრივ, დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია ოპოზიციაში, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

ამ  $5.5 მილიარდიანი ხელშეკრულებით შვეიცარია მე-15 ქვეყანა გახდება, რომელსაც წვდომა ექნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეიარაღების პროექტზე, რომელიც აერთიანებს ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავებს, რასაც ამერიკა და მისი მოკავშირეები იყენებენ.

ნეიტრალური შვეიცარია გეგმავს 36 ერთეული F-35A ტიპის თვითმფრინავის ყიდვას, რაც, მთავრობის განცხადებით, მოიტანს საუკეთესო სარგებელს ყველაზე დაბალ ფასად.

ამ გადაწყვეტილებამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია მემარცხენე და შეიარაღების მოწინააღმდეგე პარტიებში, რომლებიც  რეფერენდუმისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას. სხვათა შორის, 7 წლის წინ სწორედ ამომრჩევლებმა დაბლოკეს მთავრობის გადაწყვეტილება – $6,5 მილიარდ დოლარად შვედური კომპანია "სააბისგან" ეყიდა საბრძოლო თვითმფრინავები. 

კომენტარები