თამარ ჟვანიას გადადგომა

მდინარაძე ჟვანიაზე: კარგი იქნებოდა, ჯერ ოპოზიციის ბოდიში მოესმინა, მისი გადაწყვეტილებაა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ეხმაურება. მდინარაძე ამტკიცებს, რომ გადადგომა ჟვანიას პირადი გადაწყვეტილებაა და "კარგი იქნებოდა", მანამდე ოპოზიციის ბოდიში მოესმინა. 

"კარგი იქნებოდა, ჯერ მოესმინა ბოდიში ოპოზიციისგან, რომელმაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად თვეების განმავლობაში შეურაცხყოფები აყენეს და დააბრალეს ბევრი ტყუილი და შემდეგ გადამდგარიყო, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა. 

მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და მთლიანად ცესკოს სიმართლე უკვე დადასტურებულია. მაგალითად, შეგვიძლია მოვიტანოთ ISFED-ი რომელიც იყო ერთადერთი საპირწონე, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თამარ ჟვანიას და მთლიანად ცესკოს სიმართლეს". – ამბობს მდინარაძე იმედთან ინტერვიუში. 

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, ორდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

კომენტარები