პრაიდის კვირეული

ღუდუშაური PRIDE-ზე: ვისაც ქვეყანა უყვარს, ასეთი ღონისძიებისგან თავს შეიკავებდა

საპატრიარქო არავის არაფერს უკრძალავს, ეს ერთი, ამაზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება ორაზროვან, სამაზროვან გაგებას, არის ერთი რამ, რასაც ჩვენც ვიძახდით, რომ ვისაც მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თვითმიზანი არაა, გავმართოთ ისეთი ღონისძიება, აქტივობა, რომელიც ხელოვნურად დაძაბავს სიტუაციას და აწევს ტემპერატურას, ასეთ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში ყველა თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისგან.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური. გუშინ, 29 ივნისს, საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია". პრაიდის ორგანიზატორების ცნობით, კვირეული ჩატარდება და მოეწყობა ღირსების მარშიც, რადგან ორგანიზატორები, ისევე, როგორც აქტივისტები და მათი მხარდამჭერები უკან დახევას არ აპირებენ.

კომენტარები