არჩევნები 2021

ხაზარაძე: თემურ ჭყონია მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თბილისის მერობისთვის ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ძალიან კარგი კანდიდატი" იქნება. 

ტელეკომპანია პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, შესთავაზეს თუ არა თბილისის მერობა თემურ ჭყონიას, მამუკა ხაზარაძე პასუხობს: 

"თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, ჩემი აზრით. უპარტიო, ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი საქმიანი ხალხო მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის... მე თემურს ქართული ბიზნესის ლოკომოტივად მივიჩნევ". – ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ჭყონიასთან საუბარი ჰქონდა, თუმცა ვერ დაადასტურებს, რომ მისგან თანხმობა მიიღო. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი. კახა კალაძის თქმით, კანდიდაატის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

კომენტარები