მერობის არჩევნები

კალაძე: თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ცნობით, ინფორმაცია, თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. 

"კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია". – ამბობს თბილისის მერი ჟურნალისტებთან საუბარში.

საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.

საარჩევნო კოდექსით იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. შესაბამისად, მიმდინარე წელს თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება დაგეგმილი.

კომენტარები