კრიმინალი

POG: პირს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გააუპატიურა, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ლ.კ.-ს რომელმაც 2021 წლის 11 მარტს აბაშაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ა.ჩ. გააუპატიურა, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

"სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო.

სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". – წერია განცხადებაში.

კომენტარები