მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხაზარაძე ღარიბაშვილს: კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ

მილიარდი დოლარი შემოდიოდა ინვესტიცია და ახლა გვყავს ერთადერთი ინვესტორი, რომელიც პანამიდან აკეთებს ინვესტირებას, ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პანამიდან რატომ, ვერ გავიგე, რა არის დასამალი, თუ ეს არის სუფთა ფული. რატომ შემოდის პანამიდან ინვესტიცია. სხვა ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს.

600 მილიონი ინვესტიციიდან ნახევარი არის რეინვესტიცია და არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის. 2018 და 2019 წლებში 34%-იანი ვარდნა გქონდათ. თქვენ რომ გამოდიხართ და გვესაუბრებით 10-წლიან გეგმაზე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ, იმიტომ, რომ კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ, იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს, წარმოუდგენელია.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ. ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა.

კომენტარები