კორონავირუსი და შეზღუდვები

უდუმაშვილი პრემიერს ჯარიმების გაუქმებაზე: რა დაგიშავათ კანონმორჩილმა მოქალაქეებმა?

რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოხვედით ინიციატივით ამნისტიის შესახებ, რომელიც ეხება კოვიდპერიოდში დაჯარიმებულ მოქალაქეებს, მე მაინტერესებს, რა დაგიშავათ კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებიც, დაჯარიმების შემდეგ, ადგნენ, წავიდნენ, შესაძლოა, ეს თანხა ისესხეს, რადგან ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო და გადაიხადეს. მე მაინტერესებს, რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება?

ამ კითხვით მიმართა ენმ-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ. ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.

კომენტარები