LGBTQ

მეუფე სპირიდონი LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიების ზიარებას კრძალავს

მეუფე სპირიდონი კრძალავს იმ პარტიების წევრთა ზიარებს, რომლებმაც LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

"მე, ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ უკვე შეიძლება მერე მაგისი ზიარება". – ამბობს მეუფე სპირიდონი.

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც მათ "თბილისი პრაიდმა" შესთავაზა და ითვალისწინებს ყველა მექანიზმის გამოყენებით ბრძოლას ლგბტქი+ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო

კომენტარები