LGBTQ

And Then We Danced-ის რეჟისორი: ნინო სუხიშვილმა გვითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს

ნინო სუხიშვილი
ტაბულა

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორმა, ლევან აკინმა, The Guardian-თან ინტერვიუში ის ცნობილი ქორეოგრაფი დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, ფილმის გადაღებებში ხელს უშლიდან. 

ლევან აკინის ცნობით, ცნობილი ქორეოგრაფი, რომელზეც მან გოგი გვახარიასთან ინტერვიუში ისაუბრა, ნინო სუხიშვილია. 

"გადაღებების დაწყებამდე ჩვენ შევხვდით საქართველოს ეროვნული ბალეტის წარმომადგენელ ნინო სუხიშვილსაც, მისი რეაქცია კი შემდეგნაირი იყო: "რატომ არ შეიძლება, რომ ამ ბიჭს გოგო შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს". ჩვენ მართლა ძალიან გამოგვადგებოდა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. ამას გარდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა საცეკვაო კომპანიებს დაურეკა და მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. სუხიშვილმა მათ უთხრა, რომ ისინი ვეღარასოდეს იცეკვებდნენ. და ეს გავრცელდა,"- ყვება აკინი. 

ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინსის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ცნობისთვის, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

ჟურნალი ვარსკვლავებს ყოველწლიურად ასახელებს და მათ იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად საინტერესო ფილმში ითამაშეს, რამდენად საინტერესო იყო მათი პერსონაჟი და რამდენად ნიჭიერია თავად მსახიობი.

კომენტარები