LGBTQ

როულინგი ჰოპკინსის ვოუქ დეფინიციას აკრიტიკებს, სადაც ქალი "არა-მამაკაცად" განიმარტა

ჯოან როულინგი
VOGUE

ჰარი პოტერის ავტორმა ჯოან როულინგმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვოუქ დეფინიცია გააკრიტიკა, სადაც ქალი "არა-მამაკაცად" განიმარტა.

"მამაკაცი: განმარტებას არ საჭიროებს

არა-მამაკაცი (აქამდე ცნობილი, როგორც ქალი): არსება განისაზღვრება მხოლოდ მამრობით სქესთან მიმართებით - არყოფნა, ვაკუუმი, რომელიც დაცლილია მამაკაცობისგან". - წერს როულინგი Twitter-ზე.

ჯონ ჰოპკინსის უნიერსიტეტის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ლექსიკონში "ლესბოსელის" განმარტება განახლდა და ახლა ის ასე გამოიყურება:

"ლესბოსელი [სექსუალური ორიენტაცია]: არა-მამაკაცი, რომელსაც იზიდავს არა-მამაკაცები. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ლესბოსელი განმარტებული იყო, როგორც ქალი, რომელსაც ემოციურად, რომანტიკულად და/ან სექსუალურად იზიდავს სხვა ქალები, განახლებული განმარტება მოიცავს არაბინარული გენდერული იდენტობის ადამიანებსაც, რომლებიც ასევე შეიძლება ერთიანდებოდნენ ამ კატეგორიაში.

გეი მამაკაცი: მამაკაცი, რომელსაც ემოციურად, რომანტიკულად, სექსუალურად იზიდავს სხვა მამაკაცები, ან, რომელიც საკუთარ თავს გეი საზოგადოების ნაწილად იდენტიფიცირებს. ზოგჯერ "გეი" გამოიყენება ყველა იმ ადამიანის აღსაწერად, განურჩევლად გენდერისა, რომელთაც სექსუალური, ან რომანტიკული მიზიდულობა იმავე გენდერის მქონე ადამიანების მიმართ აქვს".

დასავლურ საზოგადოებებში სქესისა და გენდერის საკითხებზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს. ტერმინოლოგიის რადიკალური რედეფინიცია თავად LGBTQ საზოგადოების შიგნითაც დებატებს იწვევს, რადგან გენდერთან დაკავშირებული ლექსიკური ნოვაციები სექსუალური ორიენტაციის კლასიკურ განმარტებებსაც ეწინააღმდეგება.

ეს დისკუსია ხშირად რუსული პროპაგანდის მიერ, ფაქტების დამახინჯებით, ადამიანის საბაზისო უფლებების უარსაყოფად გამოიყენება.

კომენტარები