ვლადიმირ პუტინი

პუტინი: არ ვივიწყებთ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისა და აყვავების პასუხისმგებლობას

ვლადიმირ პუტინი NBC-ის ინტერვიუზე

საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის IX კრებაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რეგიონში რუსეთის მშვიდობისმყოფელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთმა დიდი როლი ითამაშა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და რუსი სამშვიდობოები რეგიონში უსაფრთხოების გარანტორები არიან. 

"რუსეთი არასდროს ივიწყებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ის ატარებს მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისა და აყვავებისთვის, ქვეყნების, რომლებთანაც გვაახლოებს მტკიცე ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები. 

ვაპირებთ, განვაგრძოთ რეგიონული კონფლიქტების დეესკალაციისთვის ქმედება, ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურის გამყარება". –  ასევე თქვა პუტინმა.

"ჩვენს ნებას არასდროს ვკარნახობთ სხვა ქვეყნებს". – თქვა პუტინმა ამავე კონფერენციაზე.

კომენტარები