თბილისის ინფექციური საავადმყოფო

ინფექციურმა პაციენტის ანალიზების ფაილს "დამპალი" დაარქვა და ელფოსტაზე ასე გაუგზავნა

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების პასუხების ფაილს "დამპალი" დაარქვა და მას ელფოსტაზე ასე გადაუგზავნა - ამის შესახებ Facebook მომხმარებელი ჯგუფ სასოწარკვეთილ მომხმარებლებში წერს.

ის წერს, რომ ანალიზები მისმა მშობლებმა გაიკეთეს და მან პასუხების მისაღებად საკუთარი ელფოსტის მისამართი დატოვა.

"დავტოვე ელ.ფოსტა, სადაც პასუხები უნდა მიმეღო, ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად, მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ არაა მარტივი კვირაში 7 ჯერ გათავისუფლების თხოვნა. მოკლედ, ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო - ამას აწვებოდნენ, მერე როგორც იქნა დამთანხმდნენ.

იმ დღეს, 2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი, მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის, მივწერე, დავურეკე და ვერ დავაჯერე, მაგრამ კარგი ვნახავთო (მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ, კიდევ რომ არ გამომიგზავნეს ვრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ". – წერს ის.

მომხმარებელმა პოსტს ფაილის სურათიც დაურთო, სადაც ჩანს, რომ პდფ-ის სახელად "dampali" წერია.

კომენტარები