თბილისის ინფექციური საავადმყოფო

ეზუგბაია: კლინიკის 2 კორპუსში აივ/შიდსითა და COVID 19-ით ინფიცირებული პირების მიღება განახლდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, კლინიკის ორ კორპუსში განახლდა აივ/შიდსითა და COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში გრძელდება ინტენსიური სამუშაოები და სამი კვირის ვადაში ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას

"გუშინ, დღის მეორე ნახევარში ორ კორპუსში უკვე განვაახლეთ პაციენტების მიღება, ანუ განახლდა აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და COVID-19-ის მხოლოდ ერთ კორპუსში. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ჩვენი ძირითადი ბაზა გახლავთ ბოქსირებული განყოფილება, მაგრამ ამ განყოფილებაში ჯერ სამუშაოები მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ სამ კვირაში ეს ყველა მიწოდების სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც შეუერთდება და გააგრძელებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას". – თქვა ეზუგბაიამ.

ინფექციურმა Covid-19-ითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოს შეაჩერა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას დაასახელა.

კომენტარები