პოლიტიკური კრიზისი

რუმინეთის, ავსტრიის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

ბოგდან აურესკუ, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ალექანდერ შალენბერგი

რუმინეთის, ავსტრიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები 24-26 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ twitter-ზე დაწერა.

"ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი გამოიხატება EU-ს მეტ ჩართულობაში, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგთან და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად, ჩვენ, 24-26 ივნისს ჩავალთ სამხრეთ კავკასიაში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტით“.  – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები