ქართული ოცნება

ვოლსკი: გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო

გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება, ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა "უღალატა" მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს.

დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირდაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერმინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ... ვფიქრობ, რომ გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები