ვუყურებდით ყველანი პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდნენ პოლიციელებს სხვადასხვა საგნით, როგორ იტაცებდნენ მათ პირდაპირ რიგებიდან და როგორ იყო მცდელობა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. რაც შეეხება, სწორად იყო თუ არა დაგეგმილი – მე დღემდე არ მაქვს პასუხი და არც საზოგადოებას არ აქვს პასუხი, მაგალითად, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა, ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე პირადად, მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ყოფილიყო გამოყენებული გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები, შეიძლებოდა, თავიდან აგვეცილებინა ის ძალიან მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს.
გავრილოვის ღამე
სუბარი 20 ივნისზე: დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანები
tbl.ge/5l62
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების შესახებ. დღეს 20 ივნისს დაზარალებულები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.
ამავე თემაზე
- მაკო გომურმა შსს-ს სასამართლოში უჩივლა
- გახარია გავრილოვზე: შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში, პარლამენტში ჩატარება
- 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილისთვის სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დაეკისრა
- პრემიერი გახარიაზე: 20 ივნისს ხალხს აყურებინა, როგორ სცემდნენ ენმ-ის წევრები სპეცრაზმელებს
- ბოკერია 20 ივნისზე: 2 წლის თავზე ქვეყანაში კვლავ იმ ხელისუფლების ყოლა დიდი გამოწვევაა