ევროპის ჩემპიონატი

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

GETTY IMAGES

დღეს, 18 ივნისს, დანიის ნაკრების ფეხბურთელი, 29 წლის კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თავს კარგად ვგრძნობ". – თქვა დანიელმა ფეხბურთელმა ოპერაციის შემდეგ. 

წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გულის ოპერაციის გაკეთება მოუწევდა.

"ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ!", - გერმანელი ექიმის, იენს კლინფილდის თქმით, ეს იყო დანიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პირველი სიტყვები ელექტროშოკით გადარჩენის და გონზე მოსვლის შემდეგ.

ნახევარმცველმა დანია-ფინეთის შეხვედრის მსვლელობისას პირველი ტაიმის მიწურულს გონება დაკარგა. გუნდის ექიმის თქმით, ერიქსენს გულის შეტევა დაემართა და გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.

ორივე გუნდის ფეხბურთელების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თამაში მოგვიანებით განახლდა და დანიის ნაკრები, ანგარიშით 0:1 ფინეთთან დამარცხდა.

იმავე დღეს ბელგიის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი, თანაგუნდელ ერიქსენს მიუძღვნა და მას გამოჯანმრთელება უსურვა. 

კომენტარები