ქართული კინო

ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი ტრაიბეკას კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა

Filmmaker.ge

ლევან კოღუაშვილის უკანასკნელმა ნამუშევარმა Brighton 4th ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მიიღო.

სურათმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში გაიმარჯვა. 

ფილმის მთავარი გმირია ყოფილი მოჭიდავე კახი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები შვილის დასახმარებლად ჩადის. მთავარი როლი ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა შეასრულა. თედიაშვილისთვის ეს პირველი კინოროლი არ არის, ხარება და გოგიაში, მან გოგია კენკიშვილი განასახიერა.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორია, გადაღებული აქვს სურათები ქუჩის დღეები, შემთხვევითი პაემნები, ქალები საქართველოდან.

ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალი 2002 წელს დაარსდა. დაჯილდოების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ინიციატორი იყო მსახიობი რობერტ დე ნირო.

 

კომენტარები