ნამახვანჰესი

ვარლამ გოლეთიანი: ამდენი პოლიციელი, რეპრესიული გარემო აღარ უნდა დარჩეს ხეობაში

ჩვენი პირობების ერთი ნაწილი, ვხედავთ, რომ სრულდება, რაც შეეხება ბარიკადებს. ასევე უნდა გაკეთდეს პროკურატურის მხრიდან განმარტება, დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ის რეპრესიული გარემო, რომელიც უნდა მოიხსნას, რაც ახლა ხეობაში არის და, ყოველ შემთხვევაში, აქ განსაკუთრებული დანიშნულების დეპარტამენტი აღარ უნდა იყოს, ყველა შემთხვევაში უნდა გავიდეს. ვნახოთ, ამის შემდგომი მოლაპარაკება როცა გაიმართება, ვიმსჯელებთ სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით. 

ახლა მოცემულ მომენტში სამუშაოები არ მიმდინარეობს, ბოლო ერთი კვირაა. რა თქმა უნდა, ის რეპრესიული გარემო აღარ უნდა დარჩეს ხეობაში, რაც არის. რა თქმა უნდა, სრულად პოლიცია არ უნდა გავიდეს, რადგან პატრულირება უნდა მოხდეს პრევენციისთვის. რომ ავიცილოთ თავიდან დაპირისპირებები. თუმცა ის, ამ რაოდენობის პოლიციელი არ უნდა დარჩეს. 

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, მთავარ არხთან საუბრობს. შსს-მ გუმათში რკინის ბარიკადების დემონტაჟი დაიწყო.

კომენტარები