ფულადი გზავნილები

მაისში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 42%-ით გაიზარდა და $188 მლნ შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა:

  1. იტალია - $31.9 მილიონი, წინა წელთან 16% ზრდა
  2. რუსეთის ფედერაცია - $31.8 მილიონი, წინა წელთან 61% ზრდა
  3. აშშ - $24.2 მილიონი, წინა წელთან 59% ზრდა
  4. საბერძნეთი - $20.6 მილიონი, წინა წელთან 10% ზრდა
  5. ისრაელი - $14.8 მილიონი, წინა წელთან 30% ზრდა
  6. გერმანია - $9.1 მილიონი, წინა წელთან 70% ზრდა
  7. უკრაინა - $7.7 მილიონი, წინა წელთან 110% ზრდა
  8. აზერბაიჯანი - $7.7 მილიონი, წინა წელთან 115% ზრდა
  9. თურქეთი - $7.3 მილიონი, წინა წელთან 2% კლება
  10. ესპანეთი - $4.6 მილიონი, წინა წელთან 42% ზრდა.

საქართველოდან საზღვარგარეთ კი მაისში 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.

 

კომენტარები