ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ოდესმე ჩემს ადგილზე აუცილებლად მოვა სხვა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს მედიას, NBC-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ჟურნალისტი და პუტინი სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ რუსეთის და აშშ-ს ურთიერთობებზე, რუსეთში ადამიანის უფლებებზე, კიბერუსაფრთხოებაზე.

NBC-ს ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს შემცვლელზე დაუსვა კითხვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ არ თვლიდა პუტინი, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა თანამდებობაზე, მით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მომავალი პრეზიდენტი, "ხომ არ მოხდება ისე, რომ შემცვლელი გამოჩნდება და შემდეგ ყველაფერი ერთ საათში ჩამოიქცევა".

პუტინმა აღნიშნა, რომ 2000 წელს რუსეთში ძალიან რთული მდგომარეობა იყო და მართალია, ახლაც ბევრი პრობლემაა, მაგრამ მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია და მისი შემცვლელის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 

"ოდესმე ჩემს ადგილზე აუცილებლად მოვა სხვა. [..] თქვენ იცით, რამდენად ვუკავშირებ ჩემს ბედს ქვეყნის ბედს. ჩემთვის ცხოვრებაში რუსეთის განმტკიცებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა ამოცანა არ არსებობს. ამიტომ თუ ვნახავ, რომ ვიღაც, თუნდაც ჩემი საქმიანობის ზოგიერთი სფეროს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, თუ დავინახავ, რომ ამ ადამიანს აქვს კონსტრუქციული შეხედულებები, ადამიანია, ქვეყნის ერთგულია, მზადაა, მამულის საკურთხეველზე დადოს არამხოლოდ წლები, არამედ მთელი თავისი ცხოვრება, ჩემს მიმართ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ადამიანებს მხარდაჭერა ჰქონდეთ.

ოდესმე, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია, ბიოლოგიური, ჩვენ ყველას შეგვცლიან, თქვენც - თქვენს პოზიციაზე და მეც - ჩემსაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოებრიობის, რუსეთის ეკონომიკის, პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური საფუძვლები იქნება ისეთი, რომ რუსეთი მყარად იდგება და თავდაჯერებულად შეხვდება მომავალს." – თქვა პუტინმა.

კომენტარები