კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე კომენდანტის მოხსნაზე: არ განგვიხილავს, მაჩვენებლები ნელი ტემპით უმჯობესდება

დღეს ეს საკითხი არ განხილულა [კომენდანტის მოხსნის], მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას – უმჯობესდება, მხედველობაში მაქვს, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.

დღესაც 1 000  შემთხვევაა, გასაგებია, რომ ეს სამშაბათის "სინდრომია" და ამ დღეს ყოველთვის გვაქვს კვირის და შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც ინფიცირების რიცხვი მერყეობს 300-700 შორის. ამიტომ, ეს ისეთი მაჩვენებელია, ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით კიდევ ერთი კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები