ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებულია იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო, პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს იქ დამატებითი ძალებით ყოფნა. მერწმუნეთ, ერთადერთი ამოცანა იქ პოლიციის ყოფნის არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის, სამწუხაროდ, იყო ამის მაგალითები. პოლიცია დატოვებს ხეობას, როგორც კი ჩვენ გვექნება საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ თავიანთ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა, ზეწოლა თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, რადგან იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის, აალებადი მასალა, საწვავი და ა.შ.
ნამახვანჰესი
თურნავა ნამახვანზე: პოლიცია დატოვებს ხეობას, თუ აქტივისტები კომპანიას ხელს აღარ შეუშლიან
tbl.ge/5p6l
დაკოპირდა

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ამავე თემაზე
- საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მიერ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მილიონის გადახდა შეაჩერა
- საქართველომ ნამახვანჰესზე ENKA Renewables-თან დავა წააგო და $383 მილიონის გადახდა დაეკისრა
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის




