ყინწვისი

ყინწვისის მცხოვრები: მღვდელი იბრალებს, რომ მკურნალია, დიდი თანხა დააგროვა აფერისტობით

ყინწვისის მოსახლეობა ადგილობრივ სასულიერო პირებს ქონების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მღვდელმა, რომელიც იბრალებს, რომ მკურნალია, სოფლის მიწები მიითვისა. 

"ჩვენთან ეკლესიაში ერთი მკურნალი მღვდელია, რომელიც იფიცება და იბრალებს, რომ არის მკურნალი, მაგრამ აფერისტია. დააგროვა ამ მაიმუნობით და აფერისტობით დიდი თანხა. დაიკავეს მთელი მინდვრები, საძოვრები ჩვენ არა გვაქვს, ძროხის გაშვება ჩვენ არ შეგვიძლია, ესენი არიან რუსული ოკუპანტები. მცოცავები, ეკლესიიდან დაბლა-დაბლა იწევენ და ლამის მავთულხლართებიც შემოგვარტყან სოფელს. ხალხს ბარემ გვითხრან, ყინწვისი დაცალეთ, მღვდლებისააო". – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ მათ გუბერნატორსაც მიმართეს, თუმცა მას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

კომენტარები