ე.წ. მუქარის წერილი

ხაზარაძე: ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა

ბადრი ჯაფარიძე ისეთივე თანამფლობელი იყო და ისევე მართავდა იმ კომპანიებს, როგორც მე, ამიტომ უბრალოდ ბადრის გადასცა [გახარიამ] ეს წერილი, გადასცა მის კაბინეტში. ახლა მე კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, გომელაურს მივმართავ, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა ფიქსირებული. ამოიღონ ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება, ჩვენ გვექნება საქმე სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც აფარებს დანაშაულს ხელს – სისტემურ დანაშაულთან

თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

ხაზარაძის განცხადებას წინ  პროკურატურის ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ, 2007-2008 წლის ტრანზაქციებზე გამოძიების დაწყება უძღოდა. ამის გამო თიბისი ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

გამოძიების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. მათ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვეს.

პარტია ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიერ, 4 ივნისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2018 წელს მუქარის წერილი მას პირადად გიორგი გახარიამ გადასცა. 

კომენტარები