ნიკა მელია

მელია: არაფერში მჭირდება თბილისის მერობა, შეიძლება სხვა მიზნები მქონდეს ქართულ პოლიტიკაში

მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. საზოგადოება უშედეგობით დაიღალა. ამ უშედეგობას ხომ თავისი მიზეზები აქვს. ხვალ და ზეგ ცალკე არსებული პოლიტიკოსი, მე თუ სხვა, არავის ემახსოვრება, რა განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ, 2-3 წელიწადში ხალხი შედეგს მოგვთხოვს... ჩემს გარშემო მე არ განვიხილავ ერთობას... თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. შეიძლება სხვა მიზნები და ამოცანები მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა. მაგრამ თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი სხვადასხვა პოზიციიდან, არაა აუცილებელი თბილისის მერობის კანდიდატი იყო. ოპოზიციის ერთობა შედგება.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში კითხვაზე, იქნება თუ არა ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე. 

კომენტარები