ეკონომიკა

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 483 მლნ ევროს დაფინანსებას მიიღებს

დღეს, 10 ივნისს საქართველომ და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ [AFD] ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვით, 2021-2013 წლებში საქართველო 483 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებს. 

აღნიშნული თანხიდან 33 მილიონი ევრო საგრანტო დაფინანსებაა, დანარჩენი 350 მილიონი კი – სესხი. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, მემორანდუმის ზუსტი პირობებისა და დაფინანსების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაფინანსება შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება: ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა. 

"მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტპანდემიის პერიოდში. 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში". – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები