კანონპროექტი პარტიების დაფინანსებაზე

წერეთელი პარტიების დაფინანსების პროექტზე: მოწოდებულია, რომ ლეიბორისტული პარტია დაისაჯოს

ის ინიციატივა, რომელიც არის ამ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით და ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტულ პარტიას შეუწყდეს კონკრეტული პირობების გამო დაფინანსება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც თუნდაც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც, არანაირად არ უწყობს ხელს რაღაც პოლიტიკურ შეთანხმებას, კონსენსუსს, არის პირდაპირ მოწოდებული იმისათვის, რომ რომელიღაც კონკრეტული პარტია, ამ შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია, დასაჯოს.

მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხება შეიძლება ევროპულ საქართველოს ან სხვა პარტიებს, მე მინდა ყველას ვთხოვო, დღეს ვინც არის პარლამენტში, ჩვენ კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მათ შესვლამდე აწუხებდათ ეს საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ახლაც უნდა აწუხებდეთ და ძალიან ქმედითად უნდა იბრძოლონ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული კრიტიკული განცხადებები გააკეთონ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი პარტიებისათვის საპარლამენტო დაფინანსების ცვლილების პროექტს ეხმაურება, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი ითვალისწინებს პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს. 

კომენტარები