კანონპროექტი პარტიების დაფინანსებაზე

პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. საკითხს კენჭისყრაზე 80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ანალოგიური პრინციპი გავრცელდება იმ პარტიებზეც, რომლებიც პოლიტიკური ბლოკის ნაწილები არიან.

კომენტარები