მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე მელიაზე: ვერც გახარიამ უშველა და ვერც გვარამიამ, მაინც დაიჭირეს

შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით.

[...] "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ.

"ვერ გადამიხდით, არ გამოვალ" - ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, ბოლოს, დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა, ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

კომენტარები