სირია

სირია: ისრაელის საჰაერო ძალები თავს დაგვესხნენ

სირიის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის საჰაერო სივრციდან მათ ტერიტორიაზე მყოფ გარკვეულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

სამხედრო წყაროს მიხედვით, ზოგიერთი რაკეტა უვნებელყვეს და მხოლოდ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თუმცა, სირიის მედია Halab Today-ის მიხედვით, გარდაიცვალა, სულ მცირე, 8 სამხედრო.

თავდასხმები დამასკოსა და ჰომსის ახლოს მოხდა. 

ისრაელის არმიამ, რომელიც ისრაელში იერიშების განხორციელებას იშვიათად უარყოფს ხოლმე, თქვა, რომ კომენტარს უცხოეთიდან შემოსული ინფორმაციის შესახებ არ გააკეთებდნენ. 

2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ისრაელი რეგულარულად ესხმის თავს პრეზიდენტ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ სტრატეგიულ ობიექტებს. 

კომენტარები