ეკონომიკა

საქართველოს 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 2021 წლის I კვარტალში

კასპერ პემპელი / REUTERS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია.

პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 125 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები მხოლოდ 2009 წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ $114.5 მლნ ინვესტიცია შემოვიდა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.

ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ აშშ დოლარით (25.4%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 მლნ აშშ დოლარით (19.5%).

საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

საქსტატი

 

კომენტარები