ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: დიდ ამცრელ სივრცეებს ჩამოვაყალიბებთ, ვმუშაობთ სპორტულ დარბაზებთან, მოლებთან

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში, სულ მცირე, სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ "ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან, მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოზე.

კომენტარები