ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: Pfizer-ით აცრას 18 წლის ზევით ყველა მოქალაქე შეძლებს

ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, Novavax-ი იქნება ეს, Pfizer-ი თუ სხვა. ანუ, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა იქნება. გამონაკლისი ეხება მხოლოდ Astrazeneca-ს.

რაც შეეხება Pfizer-თან მუშაობის დეტალებს, მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპზე ვმუშაობთ, მოკლე ხანში გეტყვით ზუსტ ვადებს. დეტალები არის გაუთქმელობის შეთანხმების ნაწილი

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინატო საბჭოზე.

კომენტარები