ლიტვა-საქართველო

ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს 10-12 ივნისს ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

გიტანას ნაუსედა საქართველოში ვიზიტისას შეხვდება ადგილობრივ ლიტველ თემსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს. ლიტვის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

ვიზიტისას გიტანის ნაუსედა საოკუპაციო ხაზთანაც გაემგზავრება. ეს ლიტვის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. 

კომენტარები