მე-10 მოწვევის პარლამენტი

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში ფრაქცია შექმნა, მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

Khatia Dekanoidze / Facebook

მე-10 მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.

საქართველოს პარლამენტში ეს მესამე ოპოზიციური ფრაქციაა:

ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის, რომლის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა. გარდა პარტია ლელოს წევრებისა, ფრაქციაში შევიდნენ არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და სალომე სამადაშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 3 პარტიას: სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და ორ დამოუკიდებელ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს და ტარიელ ნაკაიძეს. ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძეა, თავმჯდომარის მოადგილე – სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები