ნინოწმინდის პანსიონი

ჰარცელი: სახელმწიფოს როლია, დაიცვას გარანტია, არ იყვნენ ბავშვები ძალადობის მსხვერპლები

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ არ იყოს სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფოს როლია, დაიცვას ეს გარანტია და ამას უნდა ელოდებოდეს ყველა ამ საქმესთან დაკავშირებითაც. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობის საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი მიზანი იყო. ჩვენ ვმუშაობდით მთავრობასთან და იუნისეფთან ერთად ამ მიზნისთვის 2005 წლის შემდეგ. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, დროა თუ არა, რომ გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონსტიტუციური მოვალეობა და ადგილზე მონიტორინგი

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგისთვის ამ დრომდე არ უშვებენ.

კომენტარები