ვალუტის კურსი

ლარი კიდევ გამყარდა – დოლარის ყველაზე დაბალი კურსი 4 სექტემბრის შემდეგ

4 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0791 ლარია, ევროსი კი – 3.7276 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 7.3 თეთრით გამყარდა და 3.0791 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1524 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი, 14 მაისიდან მოყოლებული, მყარდება, თუმცა ბოლოს დოლარი ასე იაფი 2020 წლის 4 სექტემბერს ღირდა.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 4 ივნისისთვის 3.7276 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 11.4 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3543 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3477 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 7 ივნისიდან შევა.

კომენტარები